სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: "არ მაინტერესებს ყაველაშვილს რა სწყინს... გოგო, შენ რა მოგივიდა? ქეთი, გამომხედე ერთი... - თაკო ჩარკვიანი

    VIDEO: "არ მაინტერესებს ყაველაშვილს რა სწყინს... გოგო, შენ რა მოგივიდა? ქეთი, გამომხედე ერთი... - თაკო ჩარკვიანი
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "არ მაინტერესებს ყაველაშვილს რა სწყინს, წეღან გამოვიდა და ამჩატდა მზექალა შანიძეო, ხალხნო, რა უბედურებაა ეს“, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

    მისივე თქმით, ხელისუფლების დეპუტატების ნაწილს ე.წ. აგენტების კანონის მიღება არ სურს და მათი ოჯახები ნერვიულობენ, რადგან ისინი მალე მოღალატეებად იქცევიან.

    "წარმოუდგენელია, საშინელება ხდება, აქ არიან ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ ამაზე ხელის მოწერა, იმათი ოჯახები ნერვიულობენ. მაინცდამაინც დავასახელო? არა, არ მოგცემთ მათ თავს საჯიჯგნად, შეიცოდეთ მათი შვილები, უახლოეს მომავალში მათ მოღალატეთა ოჯახები ერქმევათ. რას ჰქვია კანონი მიიღონ?! მთელი საქართველო გარეთ გამოვა“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

    პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვის შედეგად "ოცნებამ" "რუსული კანონი" პირველი მოსმენით მიიღო.

    შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს.

    ნახეთ ვიდეო: