სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ უყურადღებოდ და უსაჩუქროდ სიდედრსაც არასდროს ტოვებს” -ლაშა ტალახაძის მეუღლე ლაშაზე

    “ უყურადღებოდ და უსაჩუქროდ სიდედრსაც არასდროს ტოვებს” -ლაშა ტალახაძის მეუღლე ლაშაზე
    2 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ლაშა ტალახაძე ქართველი ძალოსანია, რომელიც მონაწილეობს +109 კგ. წონით კატეგორიაში. ორგზის ოლიმპიური, ხუთგზის მსოფლიო და ხუთგზის ევროპის ჩემპიონს ლაშა ტალახაძის მეორე ნახევარს, ანი დემურიას ჟურნალი “გზა” გაესაუბრა:

    - სანამ ოჯახს შევქმნიდი და შვილები მეყოლებოდა, ეს დღესასწაულები მანამდეც ძალიან მიყვარდა. მახსოვს, ბავშვობაში დედას 3 და 8 მარტს როგორ ვულოცავდი; პატარა ბარათებს ვუწერდი, რომლებიც ახლაც შენახული გვაქვს. როცა დედა თავად გავხდი, 3 მარტის დღესასწაულს ძალიან ველოდებოდი, რადგან ის ემოციები მახსოვდა, რომლითაც დედაჩემს ბავშვობაში ვულოცავდი. ერთი სული მაქვს, ჩემი შვილები მსგავსი ბარათების წერას როდის დაიწყებენ, ჯერ საამისოდ პატარები არიან. გააზრებული მაქვს, რას ნიშნავს დედობა და კარგია, რომ ამის აღმნიშვნელი დღეც არსებობს.

    - ამ დღეს ლაშა როგორ გილოცავს?

    - ლაშა ყოველთვის ძალიან ყურადღებიანია, არც ერთი დღესასწაული არ გამორჩება. 3 და 8 მარტს სიმბოლურად მაინც აღნიშნავს.

    - სიურპრიზებით ხშირად განებივრებს?

    - საკმაოდ ხშირად მიწყობს სიურპრიზებს. სპონტანურობაც სჩვევია. დაუგეგმავადაც შეუძლია ისე გაგახაროს, რომ...

    - გამორჩეულად რა გახსენდება?

    - პირველად რომ მანქანა მაჩუქა.

    - ეს შენთვის მოულოდნელი იყო?

    - დიახ, არ ვიცოდი, მანამდე ამაზე არაფერი ჰქონდა ნათქვამი. ბაკურიანში ვისვენებდი და იქ მომიყვანა ახალი მანქანა, რომელიც ჩემი მეგობრებით იყო სავსე. ძალიან, ძალიან გამიხარდა.

    - ლაშა 3 მარტს საკუთარ დედას როგორ ულოცავს?

    - ლაშა, როგორც ჩემ მიმართაა ყურადღებიანი, ისევე არის საკუთარი დედის მიმართაც. მას არასდროს ტოვებს საჩუქრის გარეშე და ასეც უნდა იყოს.

    - დედამთილისთვის საჩუქარს ერთად არჩევთ, თუ ამ საქმეს ლაშა მხოლოდ საკუთარ თავზე იღებს?

    - ლაშა სრულად იღებს პასუხისმგებლობას.

    - იმედია, სიდედრის მიმართაც ასეთივე ყურადღებიანია.

    - რა თქმა უნდა, უყურადღებოდ და უსაჩუქროდ სიდედრსაც არასდროს ტოვებს. დედის დღეს სამივეს გვილოცავს.



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ