სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სლოვანის ფეხბურთელი: "ეს შედეგი სირცხვილია, ბოდიშს ვიხდი"

    სლოვანის ფეხბურთელი: "ეს შედეგი სირცხვილია, ბოდიშს ვიხდი"
    2 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა ბათუმის "დინამოსა" და "სლოვან ბრატისლავას" შორის ფრედ დასრულდა, მაგრამ რეალური საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა.

    ქართველთა რიგებში შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა მეკარე, ლაზარე კუპატაძემ და მეტოქე გუნდის რამდენიმე ურთულესი დარტყმული მოიგერია. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი მასპინძელთა გუნდის მცველმა იური მედვედევმა გააკეთა, რომელსაც ლაზარემ ძალიან კარგი დარტყმა აუღო.

    "იმედგაცრუებულები ვართ, გვაპატიეთ. ტაიმზე მეტი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილ მეტოქეს ვეთამაშეთ, მაგრამ ეს უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ. 0:0 ძალიან ცუდი შედეგია, სხვა ანგარიშის იმედი გვქონდა. ეს სირცხვილია, მაგრამ არაფერია დაკარგული. წინ მეორე მატჩი
    გვაქვს და გამარჯვება გვსურს. გასატანად რამდენიმე მომენტი გვქონდა, მეც მქონდა ერთი ძალიან კარგი შანსი და არც ვიცი, მეკარემ როგორ ამიღო ბურთი.

    თამაშში გარდატეხის შეტანა გვმართებდა, სწრაფად ვმოქმედებდით, მაგრამ ვერაფერს ვერ მივაღწიეთ. ბოდიშს ვუხდით არენაზე მოსულ გულშემატკივრებს. ვწუხვართ. ასეთი თამაშით ვერავინ ვერ იქნება კმაყოფილი. იმედი მაქვს, ყველაფერს ბათუმში გამოვასწორებთ"
    ,- განაცხადა მედვედევმა.



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ