სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ამის გამო პუტინი მიყვარს" - ემანუელ ადებაიორის მოულოდნელი განცხადება

    "ამის გამო პუტინი მიყვარს" - ემანუელ ადებაიორის მოულოდნელი განცხადება
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ცნობილი ყოფილი ფეხბურთელი ემანუელ ადებაიორი მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც 2022 RB International Awards-ზე საპატიო სტუმრად იყო მიწვეული.

    RB International Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე წლის შეჯამება ხდება და აღინიშნება ყველაზე წარმატებული ბიზნესშემთხვევები. ღონისძიება ერთი კვირის წინ, 30 ივნისს გაიმართა.

    ადებაიორმა ძალიან მოულოდნელი განცხადება გააკეთა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სიყვარულში გამოუტყდა:

    "როგორც ადამიანი, პუტინი მიყვარს. ხასიათის მქონე ადამიანია... თუ ის იტყვის "არას", მაშინ არა; თუ ის ამბობს "კის", მაშინ კი. ყველაზე მეტად მასში მომწონს დისციპლინის მაღალი დონე. როცა რაღაცას ამბობს, მერე აკეთებს",- განაცხადა ტოგოელმა ფეხბურთელმა.