სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რა კავშირი აქვს საბერძნეთში დაკავებულ კანონიერ ქურდს ივანიშვილებთან?

    რა კავშირი აქვს საბერძნეთში დაკავებულ კანონიერ ქურდს ივანიშვილებთან?
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სპეცოპერაცია "კანონიერი ქურდი" დასრულებულია. დაკავებულია ბერა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი კრიმინალური ავტორიტეტი.

    კაკო ბილანიშივლი ბერძენმა სამართალდამცველებმა საქართველოს 13 მოქალაქესთან ერთად აიყვანეს. 72 წლის კანონიერი ქურდი საბერძნეთში იმ კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი იყო, რომლიც ძარცვაში, ქურდობასა და ყაჩაღობაშია ბრალდებული.

    საბერძნეთში დაკავებული კრიმინალური დაჯგუფების წევრებს შორის დავით რუბაშვილი, შალვა კუხიანიძე და ბექა ბალახაძე არიან. დავით რუბაშვილის მამა ამბობს, რომ შვილს ბოლოს ერთი კვირის წინ ესაუბრა, თუმცა რას საქმიანობდა ის უცხო ქვეყანაში, არ იცის.

    "დავითი უკვე 7-8 წელია იქითაა, საბერძნეთშია. ბოლოს ამ ზამთარს იყო ჩამოსული. არ ვიცი რაზე მუშაობდა. პოლიციასთან არაფერი პრობლემა არ ჰქონია. ბოლოს, ერთი კვირის წინ ვესაუბრე."

    შალვა კუხიანიძის მეზობლები ამბობენ, რომ დაკავებულის ოჯახი ერთი კვირის წინ ქობულეთში გადავიდა საცხოვრებლად:

    "ამ ბოლოს დავინახე ეზოში შალვა კუხიანიძე, ზუსტად არ ვიცი როდის ოღონდ, რა მახსოვს. ერთი წელია მისი ოჯახი გადასულია აქედან"

    სპეცოპერაცია "კანონიერი ქურდის" მსვლელობისას პოლიციამ ბერა ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრთან, კაკო ბილანიშივილთან ერთად საქართველოს კიდევ 13 მოქალაქე დააკავა.

    კანონიერ ქურდებს 47 -მდე ბინის გაძარცვასა და ნახევარი მილიონი ლარის ქურდობას ედავებიან. საბერძნეთში დაკავებული კრიმინალური დაჯგუფების წევრებს 15 წელი პატიმრობა ემუქრებათ.

    წყარო: TV პირველი