სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ვის ამზადებს პუტინი საკუთარ მემკვიდრედ?

    ვის ამზადებს პუტინი საკუთარ მემკვიდრედ?
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა არც თუ ისე დამაკმაყოფილებელია.

    აგრესორი პრეზიდენტი თავისი მემკვიდრის დასანიშნად ემზადება, აღნიშნულის შესახებ პუტინის გარემოცვაში მყოფი ერთ-ერთი პირი ტელეგრამზე წერს.

    "ამ შაბათ-კვირას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავისი ახლო გარემოცვიდან განიხილა ხელისუფლებიდან ეტაპობრივი წასვლის კონცეფცია და რეჟიმის ხელმძღვანელობის ცვლილების უწყვეტობის უზრუნველყოფის გზები." - წერს აღნიშნული პიროვნება.

    აღსანიშნავია, რომ რუსეთში ბოლო დროს ჩატარებული ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ რუსებს სახელმწიფოს სათავეში ქალი ლიდერი სურთ.

    "პუტინი, სავარაუდოდ, თავის ერთ-ერთ ქალიშვილს, ეკატერინა ტიხონოვას, პარტიის ხელმძღვანელის ადგილის დასაკავებლად ამზადებს. ის მიიღებს თანამდებობას და თავად დიქტატორი ვითარებას განერიდება ისე, რომ თითქოს ხელისუფლებას ჩამოშორდა, თუმცა რეალური ძალაუფლება, ჯანმრთელობის გაუარესებამდე, მის ხელში იქნება." - წერს ანონიმური წყარო.