სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ძმისთვის ღამის სამ საათზე ეს მიუწერია, ამ სიხარულით დაიძინა" - რა მისწერა ლევანმა ძმას

    "ძმისთვის ღამის სამ საათზე ეს მიუწერია, ამ სიხარულით დაიძინა" - რა მისწერა ლევანმა ძმას
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ლევან კბილაშვილის დედამ "პრაიმ ტაიმთან" ინტერვიუში გარდაცვლილ შვილზე ისაუბრა:

    "უხაროდა, რომ გორან ბრეგოვიჩთან ერთად საქართველოში უნდა ემღერა, დუეტი უნდა გაეკეთებინათ. სოლო კონცერტზეც ფიქრობდა. ახალი ალბომის პრეზენტაციაზე ფიქრობდა. იმდენი გავაკეთე, იმდენს მივაღწიე, ჰამლეტ გონაშვილი ხომ გახსოვსო, მკითხა. მინდა, ჩემი სიმღერებიც ასე დარჩესო. ხომ არ გადაირიე, რას ლაპარაკობ-მეთქი, დაბნეულმა ვკითხე. როცა იქნება, ჩემი ქართულად ნამღერი ხომ დარჩებაო… რომ ვემშვიდობებოდი, ბოლოს მითხრა, ჩემს გიტარისტთან წავალო, ალბომის თემაზე სამუშაოდ.

    გვიან აღარ დამირეკავს, დაისვენოს-მეთქი, ვფიქრობდი. მისი ძმისთვის ღამის სამ საათზე მიუწერია, ვიდეოები გამოუგზავნია. და ამ სიხარულით და ემოციებით დაიძინა და… წავიდა ისე, რომ ვერ გაიგო, რა დაემართა…"
    - განაცხადა მომღერლის დედამ.