სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: კვარაცხელიამ გუტის საჩუქარი მიიღო - რა წერია წერილში, რომელიც ბავშვობის კუმირმა ხვიჩას გაუგზავნა

    VIDEO: კვარაცხელიამ გუტის საჩუქარი მიიღო - რა წერია წერილში, რომელიც ბავშვობის კუმირმა ხვიჩას გაუგზავნა
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების თანახმად, ხვიჩა კვარაცხელიამ ესპანელი ლეგენდისგან, გუტისგან საჩუქარი უკვე მიიღო.

    მაისურს თან ახლდა წერილი, რომელიც ხვიჩას ბაზაზე წაუკითხეს: „იმედი მაქვს, მოგეწონა მაისური და შენი ოცნებები ახდება. გელოდები მადრიდში.“

    კვარამ გუტის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მისთვის საჩუქარი მასაც აქვს.

    "გუტისთვისაც მეც მაქვს საჩუქარი. გამოგიგზავნი... გმადლობ მაისურისთვის და შეტყობინებისთვის. ფეხბურთის ლეგენდა ხარ. გმადლობ“ - თქვა კვარაცხელიამ.

    ნახეთ ვიდეო: