სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

    თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ორ რეგიონში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა, მათ შორის 5 სირიელია. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

    ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მაშველები კიდევ 5 ადამიანს ეძებენ, რომლებიც დაკარგულად მიიჩნევიან. მისივე თქმით, 12 ადამიანი სამხრეთ-აღმოსავლეთ სანლიურფას რეგიონში დაიღუპა, ორი კი ადიამანის პროვინციაში.