სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • თბილისის ქუჩები, სადაც შუქი 8 საათით გაითიშება - ჩამონათვალი

    თბილისის ქუჩები, სადაც შუქი 8 საათით გაითიშება - ჩამონათვალი
    2 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 16 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ,,თელასი ავრცელებს.

    კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

    საბურთალოს რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, მეფე მირიანის, გიორგი ბრწყინვალეს, დემეტრე თავდადებულის და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კვაჭაძის და ანჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.

    ვაკის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნიკოლაძის, ჭიაურელის, მღვიმელის, თუმანიშვილის, შარაშიძის, 8 მარტის, სარაჯიშვილის, ცხემის, არსენას, ვეძინის, ქიქოძის, თხინვალის, ჭავჭავაძის და მუხაძის ქუჩების მოსახლეობას.

    მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორბელიანის მოედნის, კოლმეურნეობის მოედნის, ვეკუას, პუშკინის, ბარათაშვილის, ათონელის, ხიდის, სანაპიროს, ფხოვის, თაბუკაშვილის, ჯორჯიაშვილის, ჭანტურიას, 9 აპრილის, ხაზინის, ფურცელაძის, გუდიაშვილის და ჯორჯაძის ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), კოსტავას, შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, ინგოროყვას, ბესიკის, ჩიტაძის, გრიბოედოვის, ლაღიძის და ზუბალაშვილების ქუჩების მოსახლეობას.

    გლდანის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხიანის აგარაკების, მუხიანის IVბ მიკრორაიონის, ქერჩის, ოშკის და ვარდისუბნის ქუჩების მოსახლეობას.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.



    FACEBOOK კომენტარები