სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ძიუდოზე მამამ თავის ძველი "ნივით" მიმიყვანა" - რას იხსენებს ლაშა ბექაური

    "ძიუდოზე მამამ თავის ძველი "ნივით" მიმიყვანა" - რას იხსენებს ლაშა ბექაური
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური ძიუდოში გადადგმულ პირველ ნაბიჯებს იხსენებს.

    "ძიუდოზე მამამ მიმიყვანა თავის ძველი "ნივით". 7 წლის ვიყავი, ჩემზე უფროსი ბიჭი დავამარცხე, მაგრამ არ მომეწონა. მამას ძალით დავყავდი ძიუდოზე. თავად მკლავჭიდელმა იფიქრა, რომ ძიუდო ბევრად პერსპექტიულია, მეუბნებოდა, რომ დიდი სპორტსმენი გავხდებოდი. მწვრთნელი, კახა წიკლაურიც ამას მეუბნებოდა − აუცილებლად ოლიმპიური ჩემპიონი გახდებიო. მამა ყველაზე წესიერი და პატიოსანი კაცია. მან შემაყვარა სამშობლო, გამზარდა პატრიოტად, ისაა ჩემი მთავარი მოტივატორი. ძალიან ქართველია, კაცური კაცია, არაფერი ეშლება.

    როცა რაიმე მნიშვნელოვანი შეჯიბრია, გასვლის წინ მამას ვურეკავ, ვესაუბრები, მახსენებს ყველა დიდ წინაპარს… მოკლედ, როცა ტატამიზე გავდივარ, ჩემი ომი მაქვს", - აცხადებს ლაშა.