სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ბოდიში, თინა დეიდა, თქვენი ერთადერთი შვილი ცოცხალი აღარაა..." -

    "ბოდიში, თინა დეიდა, თქვენი ერთადერთი შვილი ცოცხალი აღარაა..." -
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ტელეწამყვანი, ანა წერეთელი სოციალურ ქსელში ძალიან ემოციურ პოსტს აქვეყნებს. აღნიშნული პოსტით ანამ TV პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დედას, მიმართა.

    "ფაქტია.. რომ არ ყოფილიყო 5 ივლისი, ლექსო დღეს ცოცხალი იქნებოდა.. ამ წელსაც ბოდიში, თინა დეიდა, თქვენი ერთადერთი შვილი ცოცხალი აღარაა და ჩვენც არ ვვარგივართ.. ყველა ორგანიზატორი დაუსჯელი, მთავარი წამხალისებელი კი ისევ ხელისუფლებაშია. მჯერა, რომ სამართალი იზეიმებს. რითიც არ უნდა დადიოდეს ის, თუნდაც ურმით" - წერს ანა წერეთელი.

    შეგახსენებთ, ლაშქარავას 2021 წლის 5 ივლისს რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.