სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ვიფიქრე, ცხოვრება ხომ არ დავამთავრო მეთქი, ვიყავი ამაზე წამსვლელი" - გიორგი ღოღობერიძის უმძიმესი ისტორია

    "ვიფიქრე, ცხოვრება ხომ არ დავამთავრო მეთქი, ვიყავი ამაზე წამსვლელი" - გიორგი ღოღობერიძის უმძიმესი ისტორია
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ექიმი გიორგი ღოღობერიძე რთულ პერიოდს იხსენებს და ჰყვება, რა მდგომარეობაში იყო დედამისის გარდაცვალების შემდეგ.

    "დავპირდი დედაჩემს, ფეხზე დაგაყენებ მეთქი, მაგრამ მხოლოდ პრიობად დარჩა... დედამ იმაზე ადრე დამტოვა, ვიდრე მე მოვასწარი ამ ყველაფრის ბოლომდე მიყვანა. დედა გარდაიცვალა 2011 წელს, ახალ წლამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი. ეს იყო ერთ-ერთი მძიმე პერიოდი."

    "დედაჩემი დღეში 3-4-ჯერ მირეკავდა და საათობით მელაპარაკებოდა. მე უნივერსიტეტში გავდიოდი, სასწავლი მქონდა, მერე კლინიკაში მივდიოდი პრაქტიკებზე, დაღლილი ვბრუნდებოდი. არ შემეძლო საათობით ტელეფონზე საუბარი, უკვე მეზარებოდა საათობით როგორ შეიძლება ილაპარაკო. როცა დედისთვის ერთადერთი ბიჭი ხარ, აბა, სხვას ვის უნდა დაურეკოს..."

    "მამაჩემმა დამირეკა – გიორგი, უნდა ჩამოხვიდე ბათუმში, დედა ძალიან ცუდად არის, უნდა დაბრუნდეო. ვიგრძენი, რომ ძალიან ცუდი რამ ხდებოდა. ეგრევე გავიქეცი.. გზაში ყველაფერზე ვიფიქრე, მაგრამ რომ ჩავედი, რაზეც არ მიფიქრია მაინცდამაინც ის დამხვდა, დედაჩემი უკვე აღარ იყო ცოცხალი… ბოლოს დამირეკა, მითხრა გიორგი რას შვებიო, დედი მეჩქარება მერე დაგირეკავთო, მაგრამ მერე მე არ დამირეკავს."

    "დედაჩემი იყო ჩემი ცხოვრების ღერძი, მის გამო ავირჩიე მედიცინა, მის გამო დავიწყე ბრძოლა, როცა ათვლის წერტილად გყავს ადამიანი, რომლის გადარჩენაც შენი მიზანია და ერთ მშვენიერ დღეს ის აღარ არის, ყველაფერი ჩერდება, ჩერდება კი არა გემსხვრევა. ფეხქვეშ აღარაფერია", - ასე ისაუბრა გიორგი ღოღობერიძემ გადაცემაში "ბაია"-სთან.