ბოლო პერიოდში საქართველოში კორონა ვირუსის შემთხვევების მატება შეინიშნება და არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს მთავრობამ გარკვეული შეზღუდვები აამოქმედოს.
"ჩემი აზრით, თთუ ინფიცირების ასეთი ტენდენცია გაგრძელდა, გარკვეული ღონისძიებების გატარება აუცილებელი გახდება, პაციენტების ინფიცირების ზრდა პირდაპირ კავშირში იქნება ჰოსპიტალიზაციასთან და ამის გამო დაავადების ჯაჭვის გასარღვევად ღონისძიებები უნდა გატარდეს.
მოსახლეობამ აუცილებლად უნდა დაიცვას სოციალური დისტანცია, პირადი ჰიგიენის ნორმები, ატარონ პირბადე და აუცილებლად გაიკეთონ ვაქცინა."- განაცხადა ლევან რატიანმა.