სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "შეურაცხყოფილად ვგრძნობ ხოლმე თავს" - რას ამბობს ლაშა ტალახაძე სკანდალებზე

    "შეურაცხყოფილად ვგრძნობ ხოლმე თავს" - რას ამბობს ლაშა ტალახაძე სკანდალებზე
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ თავის სკანდალებზე ისაუბრა, მათ შორის − პოლიტიკურზეც.

    მოგეხსენებათ, რომ ლაშა ძალიან ბევრჯერ გააკრიტიკეს, გაგლანძღათ კიდეც, მაგრამ ის ხალხის სიყვარულს მაინც არ კარგავს.

    "როცა ადამიანი წარმატებას აღწევს და საჯარო პირია, ალბათ უნდა შეეგუოს, რომ ასე მოხდება. დღესაც გავილანძღე ვაქცინის გაკეთების გამო − წყალი გაიკეთაო, წერენ. გულწრფელად, ძალიან განვიცდი და გულთან მიმაქვს.

    მინდა ყველას ვუყვარდე, ალბათ ასე არ გამოსდის არავის. შეურაცხყოფილად ვგრძნობ ხოლმე თავს. იყო მომენტები, როცა მინდოდა მეპასუხა, მაგრამ მახსენდება, რომ ძალიან, ძალიან ბევრს ვუყვარვარ და მართლაც მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის", - აცხადებს ლაშა.