სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სი ძინპინი რუსეთში ვიზიტის დროს ვლადიმირ პუტინს სანქციების გვერდის ავლაში დახმარებას შესთავაზებს - "ომის შესწავლის ინსტიტუტი“

    სი ძინპინი რუსეთში ვიზიტის დროს ვლადიმირ პუტინს სანქციების გვერდის ავლაში დახმარებას შესთავაზებს - "ომის შესწავლის ინსტიტუტი“
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ომის შესწავლის ინსტიტუტის“ (ISW) ანალიტიკოსების პროგნოზით, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი რუსეთში ვიზიტის დროს ვლადიმირ პუტინს სანქციების გვერდის ავლაში დახმარებას შესთავაზებს.

    როგორც ცნობილია, კრემლმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ლიდერები ხელს მოაწერენ ორმხრივ დოკუმენტებს, რომელთა შინაარსი ჯერჯერობით უცნობია, და იმსჯელებენ რუსეთ-ჩინეთის პარტნიორობის აქტუალურ საკითხებზე.

    მანამდე გავცრელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინურმა კომპანიებმა რუსეთს დრონების ნაწილები და სამხედრო დანიშნულების აღჭურვილობა მიჰყიდეს. დასავლური ქვეყნების დაზვერვის ცნობით, ჩინეთის ხელისუფლება განიხილავს რუსეთისთვის ლეტალური შეიარაღების გადაცემის შესაძლებლობას.

    "სი ძინპინი, სავარაუდოდ, აპირებს, განიხილოს პუტინთან და რუსეთის სხვა ოფიციალურ პირებთან სანქციების გვერდის ავლის სქემები, რომლებიც ხელს შეუწყობს რუსეთისთვის ჩინური ტექნიკის გადაცემას“, - ამბობენ ექსპერტები.