სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ვინ სცადა კობახიძის ლექციის ჩატარების დროს თსუ-ის აუდიტორიაში პროვოკაციის მოწყობა

    ვინ სცადა კობახიძის ლექციის ჩატარების დროს თსუ-ის აუდიტორიაში პროვოკაციის მოწყობა
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პირი, რომელმაც ირაკლი კობახიძის ლექციის ჩატარების დროს, პროვოკაციის მოწყობა სცადა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი არ არის.

    „ქრონიკის“ ინფორმაციით, თორნიკე შუკაკიძე წლების წინ სწავლობდა სეუ-ში ახლა კი სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს. შუკაკიძე ნასამართლევია, თანატოლის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების გამო.

    სტუდენტების ნაწილი ამბობს, რომ შუკაკიძეს გარედან ხელმძღვანელობდა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი მუმლაძე. ფაქტი ფეისბუქ პოსტით დაადასტურა გიორგი მუმლაძემაც. თორნიკე შუკაკიძესა და სტუდენტებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. ირაკლი კობახიძის სტუდენტებმა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი, აუდიტორიიდან გააძევეს.

    პროვოკაციის მცდელობის მიუხედავად, ლექცია მაინც ჩატარდა.