სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • პოლონეთში 33 წლის ქართველი დააკავეს

    პოლონეთში 33 წლის ქართველი დააკავეს
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პოლონეთში 33 წლის ქართველი კაცი ქურდობის ბრალდებით დააკავეს – ინფორმაციას ამის შესახებ პოლონური მედია ავრცელებს.

    პოლიციის თანამშრომლის თქმით, დაკავებულმა მაღაზიისა და ბენზინგასამართი სადგურის სალაროები გაქურდა.

    “პოლიციამ ამოიღო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ქურდობის ორივე ადგილიდან. რის შედეგადაც მათ სწრაფად შეძლეს როგორც კაცის იდენტიფიცირება, ასევე მანქანის, რომლითაც ის გადაადგილდებოდა”,- წერს პოლონური მედია.