სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: ალონსოს უცნობი ისტორია - წუხილისგან მიღებული პანიკური შეტევა მუნდიალის ნახევარფინალში

    VIDEO: ალონსოს უცნობი ისტორია - წუხილისგან მიღებული პანიკური შეტევა მუნდიალის ნახევარფინალში
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ზუსტად 12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ესპანეთმა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი მოიგო და ტიტულამდე უდიდესი ნაბიჯი გადადგა. იმ მატჩში ესპანეთმა გერმანია დაამარცხა 1:0, გამარჯვების გოლი კი "ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა კარლეს პუიოლმა გაიტანა.

    იმ მატჩში მომხდარი საინტერესო ისტორია გაიხსენა ჩაბი ალონსომ, მან თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ფეხი გაიჭრა და სისხლი სდიოდა, მალევე კი პანიკური შეტევაც დაემართა.

    “სისხლის დანახვა ყოველთვის შოკისმომგვრელია, თუმცა ამ შემთხვევაში შოკში ჩემი მუხლის დანახვამ ჩამაგდო. მუხლზე ჭრილობა მქონდა. შემდეგ იყო პანიკური შეტევა. ეს ყველაფერი მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალამდე 10 წუთით ადრე. 1/2 ფინალში და ფინალში თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა და ეს ძალიან მაწუხებდა.” – განაცხადა ალონსომ Diario AS-თან საუბრისას.

    ამ ამბავზე ესპანეთის ნაკრების მაშინდელმა ექიმმა დოქტორ კოსტამაც ისაუბრა: “როცა ოთახში შევედი, ჩაბი ფერმკრთალი და შეწუხებული დამხვდა, ის თითქმის შოკში იყო. მუხლზე პირსახოცი ჰქონდა მოხვეული, იგი სისხლით იყო გაჟღენთილი. აბაზანა იმდენად იყო სისხლით მოსვრილი, დანაშაულის ადგილი გეგონებოდათ. “ექიმო ღვთის გულისთვის, ყველაფერი გააკეთეთ, რომ 1/2 ფინალში ვითამაშო” – მითხრა ჩაბიმ. ეს სიტყვები არასდროს დამავიწყდება.” -თქვა ექიმმა.

    იმ წელს ესპანეთმა მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა, მათ ფინალში ნიდერლანდების ნაკრების დამარცხება შეძლეს.

    იხილეთ იმ მატჩის საუკეთესო მომენტები: