სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • არველაძეს ჰალში ქართველი ფეხბურთელის დამატება სურს - ვინაა შოთას რჩეული

    არველაძეს ჰალში ქართველი ფეხბურთელის დამატება სურს - ვინაა შოთას რჩეული
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქართული ფეხბურთის ლეგენდარული წარმომადგენელი შოთა არველაძე ამჟამად ინგლისში მუშაობს და "ჰალ სიტის" მთავარი მწვრთნელია. შოთას მომავალი სეზონისთვის დიდი გეგმები აქვს და გუნდის გაძლიერება ქართველი ფეხბურთელით სურს.

    "ჰათაიასპორის" სპორტული დირექტორის განცხადებით, ინგლისურ კლუბს მათი ორი ფეხბურთელის გადაბირება სურს, მათ შორის - საბა ლობჟანიძის.

    საბას მიმართ ინტერესს არველაძე აქამდეც იჩენდა, მაგრამ ინგლისურ კლუბს ტრანსფერისთვის 5 მილიონი ებევრებოდა. როგორც სჩანს ახლა სიტუაცია შეიცვალა და არველაძე ლობჟანიძის შეძენას ისევ შეეცდება.