სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • უკრაინაში 22 წლის ქართველი ბიჭი დაიღუპა

    უკრაინაში 22 წლის ქართველი ბიჭი დაიღუპა
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უკრაინაში 22 წლის ახალგაზრდა დაიღუპა, - ინფორმაციას ამის შესახებ „დედოფლისწყაროს ტელევიზია” ავრცელებს.

    როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, უკრაინის ქალაქ ხარკოვში 16 მარტს დაიღუპა 22 წლის ვანო (ილია) ჩოხელი.

    „უკრაინის ქალაქ ხარკოვში 16 მარტს დაიღუპა 22 წლის ვანო (ილია) ჩოხელი. მას დედაც გარდაცვლილი ჰყავს და ერთ ხანს სოფელ ზემო ქედის სკოლაში სწავლობდა და მამასთან დედოფლისწყაროში იზრდებოდა, შემდეგ ისევ ხარკოვში დაბრუნდა და სამხედრო აკადემიაში მიიღო განათლება. წელიწადზე მეტია რუსეთ–უკრაინის ომში იბრძოდა.”