სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ბაქარს ტაფა მართლა ჩავარტყი" - ლელას განცხადება სერიალის დასრულების შემდეგ

    "ბაქარს ტაფა მართლა ჩავარტყი" - ლელას განცხადება სერიალის დასრულების შემდეგ
    2 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ერთ-ერთი ქართული სერიალი "ჩცდ" საკმაოდ სკანდალურად დასრულდა. ბაქარ ორჯონიკიძეს მისმა მუღლემ, ლელამ თავში ტაფა ჩაარტყა. ეს ყოველივე ბაქარის მიერ ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგი გახლდათ, რომელსაც ლელამ ვეღარ გაუძლო.

    ნანცო ცხვირაშვილი, რომელიც ლელას როლს თამაშობს, ჟურნალ "გზას" ესაუბრა.

    "კონკრეტულად ასეთ განვითარებას რა თქმა უნდა, არ ველოდი, მაგრამ სცენარში "ხასიათის გამოვლენის" ინსპირაცია ბევრჯერ ვიგრძენი. არ ვიცოდი, როგორი მოქმედების გმირი გავხდებოდი, თუმცა ფაქტია, ჩემს პერსონაჟს, – ლელას ქმართან ურთიერთობა ეძაბებოდა და მეუღლეს ან უნდა დამორჩილებოდა, ან – არა."

    "ჩემი აზრით, ამ ფინალურმა სცენამ ფემინისტური ხასიათი მიიღო. თითქმის ყველა, ვინც შემეხმიანა და ქუჩაში შემთხვევით შემხვდა, უცნობი ან ნაცნობი, ლელას მოქმედებით კმაყოფილია. როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი. თუ ეს ზოგადი კმაყოფილება მჩაგვრელი ქმრების მიმართ ქალებში დაგროვებულ აგრესიას რეალურად ასახავს, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის. გამოდის, ბევრი ქალისთვის სასურველი საქციელი ჩავიდინე…"

    "სცენის საბოლოო სახის ეფექტურად მონტაჟისთვის რამდენიმე დუბლი დაგვჭირდა. ბუბა დაშავდა – კოპი გავუჩინე (იღიმის), თუმცა ორივე ვცდილობდით, ნაკლები ფიზიკური შეხება გვქონოდა, მით უმეტეს – ტრავმა. მაგრამ ტაფა ნამდვილი იყო და არა ბუტაფორიული. დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, დუბლი – არაერთი… ყველა დუბლისთვის ბოდიში, ბუბა…", - ამბობს მსახიობი.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ