სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ვიცი, დედა რას მეტყოდა ცოცხალი რომ იყოს... მე კი ახლა მხოლოდ ერთს ვეტყოდი..." - დათო გორგილაძე იუბილარ დედაზე

    "ვიცი, დედა რას მეტყოდა ცოცხალი რომ იყოს... მე კი ახლა მხოლოდ ერთს ვეტყოდი..." - დათო გორგილაძე იუბილარ დედაზე
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მწერალი დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც დედას უძღვნის.

    "დედას დაბადების დღეა.
    უცნაური განცდა მაქვს, თან სევდიანი ვარ, თან - გახარებული.

    ერთი მხრივ, მინდა მის ხსოვნას მოვუბოდიშო იმის გამო, რომ ვიღაც-ვიღაც უკანასკნელი ადამიანების სახსენებელი გახდა ბოლოდროინდელი ამბების შემდეგ, ვინც კედელ-კედელ მაგინებდა;
    მეორე მხრივ კი ვიცი, რას მეტყოდა ცოცხალი რომ იყოს. ზუსტად იმას, რაც წლების წინ მითხრა, გზაჯვარედინზე მდგომს, რთული გადაწყვეტილების მიღების მომენტში:
    „ისე მოიქეცი, რომ სინდისმა არ შეგაწუხოს".

    მე ასე მასწავლეს და გამზარდეს: სინდისთან პირნათლად ყოფნა, აუცილებლად სათქმელის თქმა, ბოროტებასთან, მლიქვნელობასა და სიყალბესთან შეურიგებლობა ჩემთვის წმინდა ბრძოლაა. მნიშვნელობა არ აქვს თანამოაზრეები მეყოლებიან გვერდით, მთელი ქვეყანა იდგება ჩემ უკან თუ მარტო ვიქნები.
    წილი ნაყარია.

    ასე რომ, გამოძვერით ყალბ პროფილებს თავშეფარებულო ადამიანებო. აქ ვარ და მეტი არაა ჩემი მტერი, თქვენი ვინმეს შეეშინდეს. ამ ნაპირზე ისეთები ვდგავართ, ვისაც მხოლოდ თავისუფლების დაკარგვა გვაშინებს; ვინც მშობლებს ლაჩრებად არ გავუზრდივართ.

    დედას კი ახლა მხოლოდ ერთს ვეტყოდი: აქ ვარ და ისეთივე ვარ, როგორიც დამტოვა. უბრალოდ გამელოტებული და ნიკაპზე ჭაღარა. დაბადების დღეს გილოცავ. ბოდიში და მადლობა."
    -წერს დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში.