Mundo Deportivo-ს ცნობით, რომ მბაპეს ლიონელ მესისთან კონფლიქტი აქვს, მიზეზი კი ბრაზილიელი ფეხბურთელი ნეიმარია.
როგორც წერენ, მესის არ მოეწონა, რომ მბაპემ ნეიმარის გაყიდვაზე ისაუბრა.
მოგეხსენებათ, რომ მესი და ნეიმარი დიდი ხანია მეგობრობენ, ისინი "ბარსელონაში" საფეხბურთო სანახაობას ერთად დგამდნენ.
პსჟ-ის პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მბაპეს მოსაზრებებს, მაგრამ ფრანგი არ წყვეტს, ვინ უნდა წავიდეს კლუბიდან.
30 წლის ნეიმარმა პსჟ-სთან კონტრაქტი 2025 წლამდე გახანგრძლივა, თუმცა შესაძლოა, პარიზელთა ბანაკი სულ მალე დატოვოს.