სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: "ეს არის უზრდელობა და პროვოკაცია, მიბრძანდით აქედან" - ირალი ღარიბაშვილი ჟურნალისტს

    VIDEO: "ეს არის უზრდელობა და პროვოკაცია, მიბრძანდით აქედან" - ირალი ღარიბაშვილი ჟურნალისტს
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტს ძალიან მკაცრად მიმართა.

    ჟურნალისტმა პრემიერს განმეორებით კითხვა დაუსვა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაზე. ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებთან ევროკავშირის წევრობისთვის სტატუსი მიღებასთან დაკავშირებით საუბრობდა. აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა მიიღოს გადამწყვეტი ზომები, რათა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.

    ამ დროს ჰკითხა პრემიერს ჟურნალისტმა, რომ ამგვარი ქმედითი ნაბიჯების ფონზე, როგორ მიიღეს ევროპარლამენტში საქართველოს მიმართ ასეთი მწვავე რეზოლუცია? რაზეც ირალი ღარიბაშვილმა ჟურნალისტს უთხრა: "ეს არის უზრდელობა, პროვოკაცია და მიბრძანდით აქედან. დამამთავრებინეთ, მე ველაპარაკები ხალხს."