სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "გაგიჟებულ გიდს უთქვამს დათოსთვის – ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, იტალიის ისტორია შენზე უკეთ რომ იცოდესო…."- ამბავი დათო ტურაშვილზე

    "გაგიჟებულ გიდს უთქვამს დათოსთვის – ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, იტალიის ისტორია შენზე უკეთ რომ იცოდესო…."- ამბავი დათო ტურაშვილზე
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვის“ წევრი, ნინო ჯიბლაძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

    ის მწერალ დათო ტურაშვილის ნეაპოლში სტუმრობისა და მის მიერ იტალიის ისტორიის ცოდნით ერთი იტალიელი გიდის აღფრთოვანების ამბავს იხსენებს.

    "მოკლედ ამ ნოემბერს ნეაპოლს ესტუმრა დათო ჩვენს სტიპენდიანტებთან ერთად – ყველას კარგად გახსოვთ.
    ჰოდა გიდი ახლდა ჩვენს ავტობუსს, იტალიელი ქალი იყო გამოყოფილი გიდად – მოკლედ ისეთი ტური ჩაატარა დათომ, ნამდვილი მასტერკლასი. ყველა ქვის და კოლონის ისტორია იცოდა ზეპირად.
    ამ ქალს საუკეთესო დასვენება მოუწყვია თავის თავისთვის, გადაუდია ფეხი-ფეხზე. სულ დეტალებში უსწავლია თავიდან ნეაპოლის ისტორია დათოს მონაყოლოდან.
    რომ დასრულდა ექსკურსიები, გაგიჟებულ გიდს უთქვამს დათოსთვის – ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, იტალიის ისტორია შენზე უკეთ რომ იცოდესო…. მერე უთხოვია: სახლში დედას მომვლელად ქართველი ქალი მუშაობს ჩემთან და შენთან უნდა დალაპარაკებაო. უსაუბრია ქართველ ემიგრანტს დათოსთან ბევრი, რო დაუკიდია ტელეფონი – გიდიც ტიროდა თურმე და ჩვენი თანამემამულე ქალიც – იმდენი სიყვარული უხსნია ამ ქალს, ისე მოფერებია დათოს.
    “შენ არ იცი მე ეხლა ვის ველაპარაკეო”, უთხრა იტალიელ გიდს, რომელიც კიდევ უფრო დაუბნევია ამ ყველაფერს“ ,
    – ნინო წერს ჯიბლაძე.