სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ასე უცებ აგვისრულა ოცნება...“ - პატარა გიორგი კვარას ელაპარაკა

    "ასე უცებ აგვისრულა ოცნება...“ - პატარა გიორგი კვარას ელაპარაკა
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების თანახმად, ხვიჩა კვარაცხელია თბილისში ჩამოფრინდა.

    საქართველოში ჩამოსვლისთანავე მან პატარა გიორგი გაახარა და დაელაპარაკა.

    "ასე უცებ აგვისრულდა ოცნება, დღეს ზუკა დავითაშვილმა დაგვირეკა და გაგვახარა, ხვიჩას ველაპარაკეთ

    მალე ლაივშიც ჩაიხუტებს ჩვენს გიო მურვანიძეს. რაღა დაგიმალოთ და მე და ანა ბლიაძე ძალიან ბედნიერები ვართ! მადლობა მამიდას ლამაზო“,
    - წერს თინათინი, ბერი ანდრიას დედა.

    იქამდე თინათინი წერდა: "ვფიქრობ, ხვიჩას ხმა როგორ მივაწვდინო, რომ მოვიდეს ფონდში ჩემი განსაკუთრებულად ტკბილი და თბილი შვილიბილის, გიორგის გულის გასახარად. დამეხმარეთ!“

    შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია საქართველოს ნაკრებთან ერთად ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება არასრული შემადგენლობით გუშინ დაიწყო.

    გუნდი ორ შეხვედრას გამართავს - 25 მარტს მონღოლეთს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდება, ხოლო 28 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიას უმასპინძლებს. ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება. საქართველოს ნაკრები თბილისში მოემზადება, ბათუმში კი 24 მარტს გაემგზავრება.