სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • დათო ტურაშვილი მკურნალობას თურქეთში გააგრძელებს

    დათო ტურაშვილი მკურნალობას თურქეთში გააგრძელებს
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "მწერალი დათო ტურაშვილი მკურნალობას თურქეთში გააგრძელებს“ - ამის შესახებ მისმა შვილმა, ანაკო ტურაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში თქვა.

    როგორც ანაკომ თქვა, მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა სჭირდება გამოკვლევები, რომლებსაც თურქეთში ჩაიტარებს.

    "დათო ახლა არის სტაბილურად, უკვე გუშინ გამოწერეს კლინიკიდან. დღეს ღამით მიდის თურქეთში და იქ გააგრძელეს გამოკვლევებს, იქ უნდა ჩაუტარდეს გარკვეული გამოკვლევები. მან დიდი მადლობა დამაბარა ქართველ ექიმებთან, რომლებმაც იგი გადაარჩინეს და ის, რომ ახლა კარგად არის მათი დამსახურებაა. ახლა ის განაგრძობს თურქეთში მკურნალობას“,
    - თქვა ანაკო ტურაშვილმა.