სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 13 გარდაცვლილი და 90-ზე მეტი დაშავებული – ძლიერი მიწისძვრის ფატალური შედეგები პაკისტანსა და ავღანეთში

    13 გარდაცვლილი და 90-ზე მეტი დაშავებული – ძლიერი მიწისძვრის ფატალური შედეგები პაკისტანსა და ავღანეთში
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    Reuters-ის ინფორმაციით, პაკისტანსა და ავღანეთში 6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და 90-ზე მეტი დაშავდა.

    პაკისტანის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელის თქმით, სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა და 44 დაშავდა ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში.

    ჩრდილოეთ პროვინციის საავადმყოფოები ღამით მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ.

    რაც შეეხება ავღანეთს, როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა ავღანეთში.

    ასევე დაზიანდა სახლები და შენობები ორივე ქვეყანაში.

    ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, მიწისძვრა იგრძნობოდა 1 000 კილომეტრზე მეტი სიგანის ტერიტორიაზე მიწისძვრა იგრძნო 285 მილიონმა ადამიანმა: პაკისტანში, ინდოეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ავღანეთსა და თურქმენეთში.