სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "გორგოძემ გასახდელში დანა ამოიღო და ეს გააკეთა"- ლეგენდარული აფრიკელი მორაგბის განცხადება

    "გორგოძემ გასახდელში დანა ამოიღო და ეს გააკეთა"- ლეგენდარული აფრიკელი მორაგბის განცხადება
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ლეგენდარულმა სამხრეთ აფრიკელმა მორაგბემ, ბრაიან ჰაბანამ ყველაზე საშიშ მორაგბედ მამუკა გორგოძე დაასახელა. ჰაბანამ “ტულონის” გასახდელში მომხდარი ამბავი გაიხსენა, რომელშიც გორგოძე და ასევე ძალიან ცნობილი მორაგბე მა’ა ნონუ ფიგურირებდნენ.

    RugbyPass-ის პოდკასტში სტუმრობისას ბრაიან ჰაბანამ გაიხსენა ეპიზოდი, როდესაც მა’ა ნონუმ მამუკა გორგოძეს ბოტასი აჩუქა, მადლიერების ნიშნად, ქართველმა სპორტსმენმა მას დანა დაუბრუნა.

    "რამდენიმე ქართველი იყო და უნდა ვაღიარო, რომ ყველაზე საშიში ადამიანი, რომელიც მინახავს მამუკა გორგოძეა. მის წინააღმდეგ ყოფნის მეშინოდა. კარგად უნდა დაფიქრდე, რადგან მის წინაშე ფეხის გადაბრუნებას აუცილებლად ინანებ. ვარჯიშებზე რამდენიმე დაპირისპირება მოხდა, რომელშიც მამუკამ არავინ დაინდო.

    გორგოძე ძალიან მოდური ადამიანია. მა’ა ნონუს adidas Yeezy-ს მოდელი ჰქონდა, რომელიც ძალიან მიმზიდველი იყო და ძნელად იშოვებოდა. მამუკა ამ ბოტასს დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა და ნონუს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა adidas-თან კონტაქტი. მა’ა არც დაფიქრდა და გორგოძეს საკუთარი ბოტასი შესთავაზა.

    მა’ა ნონუმ გორგოძეს საკუთარი adidas Yeezy აჩუქა – ის ძალიან მადლიერი დარჩა. მომდევნო დღეს, როდესაც ნონუ ვარჯიშზე მოვიდა, მამუკამ მადლობა გადაუხადა და დანა აჩუქა. ნონუ გაკვირვებული იყურებოდა და არ იცოდა, თუ რა უნდა მოეხერხებინა დანისთვის. მამუკამ უთხრა: “აიღე, ეს შენთვისაა”.

    გორგოძის მხრიდან, ეს იყო მადლიერების, პატივისცემისა და ყველაფრის იდეალური გამოხატულება. მაგრამ, როდესაც მამუკა გორგოძემ მა’ა ნონუს დანა აჩუქა, “ტულონის” გასახდელში ყველა დავიზაფრეთ და აღვნიშნეთ: “კარგი, ჩვენ ახლა ამ ოთახიდან გავალთ და კარს ჩავკეტავთ. ძალიან გთხოვთ, რაც არ უნდა მოხდეს – ეს ნივთი გარეთ არ გამოიტანოთ”.

    ის უდიდესი ჯენტლმენია, მაგრამ ამავდროულად ძალიან საშიში. მის წინააღმდეგ ყოფნას არასდროს ვისურვებ, რადგან მინახავს მისი მოქნეული მუშტის სიძლიერე."
    - განაცხადა ჰაბანამ.