სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • შალვა რამიშვილი ციხეში იჯდა, როცა მისმა აწ უკვე ყოფილმა მეუღლემ…“ , - გიორგი კეკელიძემ რამიშვილის საიდუმლოს ფარდა ახადა

    შალვა რამიშვილი ციხეში იჯდა, როცა მისმა აწ უკვე ყოფილმა მეუღლემ…“ , - გიორგი კეკელიძემ რამიშვილის საიდუმლოს ფარდა ახადა
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პარლამენტის ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე „პოსტივის“ ტელეწამყვან შალვა რამიშვილთან დაკავშირებით ერთ ისტორიას იხსენებს.

    „შალვა რამიშვილი ციხეში იჯდა, როცა მისმა აწ უკვე ყოფილმა მეუღლემ პატიმრის ტექსტები მომიტანა და მიუხედავად მაშინდელი კონტექსტისა, დაუყოვნებლივ გამოვაქვეყნე LIB.GE -ზე. როცა გათავისუფლდა, შემხვდა რამდენჯერმე და რაც შემეძლო, გავაკეთე მისთვის. ახლა ის და მისი კორპორაცია წიგნის უმთავრეს მტრად მაცხადებს. ეგ არაფერი. და არც ვახსენებდი ამ სახელს, მაგრამ შემატყობინეს, რომ თურმე მის შვილებს გადაწვდნენ და მამის გამო ლანძღავენ. ეს უმსგავსობაა, თუ არა მეტი. შეწყვიტეთ“ , – წერს კეკელიძე facebook-პოსტში.

    შეგახსენებთ, რომ შალვა რამიშვილს არაერთი ქალი ადანაშაულებს სექსუალურ შევიწროვებაში.