სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "რამე ვუშველოთ, კარგი ბიჭია, ჭკვიანი, ღამეები არ სძინავსო" - რას იხსნებს ცაგარელი სააკაშვილზე

    "რამე ვუშველოთ, კარგი ბიჭია, ჭკვიანი, ღამეები არ სძინავსო" - რას იხსნებს ცაგარელი სააკაშვილზე
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ასტროლოგმა, მიხეილ ცაგარელმა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობა გაიხსენა.

    როგორც მან თქვა, სანამ სააკაშვილი პოლიტიკაში მოვიდოდა, მასთან კონსულტაციებს გადიოდა.

    "როდესაც სააკაშვილი თავის დროზე მოვიდა და იყო იმედის მომცემი პოლიტიკოსი, მაშინ ძალიან ცუდად ჰქონდა ნერვული სისტემის საქმე. მაშინ მთხოვეს, იქნებ რამე ვუშველოთ, კარგი ბიჭია, ჭკვიანი, ღამეები არ სძინავსო. მაშინ პირადი ჰოროსკოპი გავუკეთე, ყველაფერი დავულაგე და გამოლოცვებიც ჩაუტარდა. რის შემდეგაც დამშვიდდა, დაწყნდარდა, დაიძინა.

    აურის გაწმენდის შემდეგ, დაახლოებით, 3-4 თვეში მინისტრი გახდა. წავიდა წინ… მისი მაგალითი კარგია, რაც მეტად ზევით წავიდა, ჩემთან საუბარი აღარ სჭირდებოდა", - განაცხადა ცაგარელმა "დილის პალიტრაში".