სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „აი, რატომ ვარ ოპტიმისტი!“ - ნახეთ სალომე ზურაბიშვილის გამოქვეყნებული ფოტოები

    „აი, რატომ ვარ ოპტიმისტი!“ - ნახეთ სალომე ზურაბიშვილის გამოქვეყნებული ფოტოები
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „აი, რატომ ვარ ოპტიმისტი!“ - წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და მომავალ თაობასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

    როგორც ჩანს ჩვენი პრეზიდენტი ახალ თაობაში დიდ იმედსა და მომავალს ხედავს.

    სალომე ზურაბიშვილი არამხოლოდ საქართველოსი, არამედ საფრანგეთის პოლიტიკური მოღვაწეცაა. საქართველოს მე-5 პრეზიდენტია.

    საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მოღვაწეობის პერიოდში, მის სახელს უკავშირდება საქართველოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების გაყვანა. სალომე ზურაბიშვილი დაიბადა და გაიზარდა საფრანგეთში, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის, წლების მანძილზე საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის, ოჯახში. იგი არის ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის, შვილთაშვილი. სალომე ზურაბიშვილის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენა საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელს უკავშირდება, რომელმაც 2004 წლის მარტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა.

    „აი, რატომ ვარ ოპტიმისტი!“ - ნახეთ სალომე ზურაბიშვილის გამოქვეყნებული ფოტოები