სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "სტომატოლოგმა მოგვიგო, მეთევზემაც, მონადირემაც"- რას წერენ ქართველი ქომაგები დინამოს მარცხის შესახებ

    "სტომატოლოგმა მოგვიგო, მეთევზემაც, მონადირემაც"- რას წერენ ქართველი ქომაგები დინამოს მარცხის შესახებ
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს ლეგენდარულმა კლუბმა, "დინამო თბილისმა" კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი წარუმატებლად დაიწყო და საკუთარ კედლებში ესტონურ "პაიდესთან" 2:3 დამარცხდა.

    ეს ანგარიში ძალიან მოულოდნელი და აბსოლუტურად მიუღებელი იყო ქართველი გულშემატკივრებისთვის. ნახეთ რას წერენ სოციალურ ქსელში ქართველი ქომაგები:

    "სრული კატასტროფა, ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება"

    "ამათ ქვიათ ფეხბურთელები? სირცხვილით თავი აღარ უნდა გამოყონ"

    "ალბათ ყიფიანი საფლავში ტრიალებს, დინამოში ამათი თამაში არ შეიძლება"

    "ყოველ წელს ერთი და იგივე, ფეხბურთს მხოლოდ ბათუმში თამაშობენ. თბილისის დინამო არაფერი კლუბი აღარაა"