სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “გემუდარებით, დაკითხეთ ჩინელი ინჟინერი” – რას ითხოვს ვაკის პარკის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე

    “გემუდარებით, დაკითხეთ ჩინელი ინჟინერი” – რას ითხოვს ვაკის პარკის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ვაკის პარკის საქმეზე დაკავებული “გრინსერვისისის” დირექტორი ჩინელი ინჟინრის დაკითხვას ითხოვს.

    ლაშა ფურცხვანიძე დღევანდელ სასამართლო პროცესზე ამტკიცებდა, რომ სწორედ ჩინელ ინჟინერს შეუძლია ყველა კითხვას პასუხი გასცეს, რადგან თანამედროვე აპარატურის შემოწმება საქართველოში მასზე უკეთ არავის შეუძლია.

    “პროკურატურას ვემუდარები, ჩინელი ინჟინრის დაკითხვაში დაგვეხმაროს. იმ თანამედროვე აპარატურის შემოწმება საქართველოში არავინ იცის, გემუდარებით, გამარკვიეთ რა მოხდა, მე ამ ტვირთით უნდა ვიარო. პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა, რომ ის ჩინელი ინჟინერი არ დაგვეკითხა. თქვენი ფიზიკის განათლების დონე მე არ ვიცი, მაგრამ ჩემი ყოფნის, რომ ის დასკვნა, რაც არის, არის ნული.
    დამნაშავე მე ნამდვილად არ ვარ, არც არასდროს ვცნობ თავს დამნაშავედ, თქვენი გადმოსახედიდან ვარ დამნაშავე, მაგრამ ასე აპრიორი ნუ იშვერთ ხელს და ნუ ამბობთ, რომ მკვლელი ვარ, – ამ სიტყვებით ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიის საქმეზე „გრინსერვის პლუსის“ ,- მიმართა ლაშა ფურცხვანიძემ სასამართლოს.