სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • კახა კალაძე არასრულწლოვან ბადრი კუხალაშვილს საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფს

    კახა კალაძე არასრულწლოვან ბადრი კუხალაშვილს საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფს
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტი დაეხმარება არასრულწლოვან ბადრი კუხალაშვილს და მის ოჯახს, რომ დროულად დარეგისტრირდნენ თბილისში და უზრუნველყოფილნი იყვნენ საცხოვრებლით. ამის შესახებ მან მედიას ამ საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

    როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, არასრულწლოვნის საქმეში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროც, კერძოდ, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო და უშუალოდ მისი ხელმძღვანელი

    „ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სიტუაცია დარეგულირდეს. ბავშვი დღეის მდგომარეობით იმყოფება თავის დასთან. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ისინი არ არიან რეგისტრირებული დედაქალაქში. ჩვენ დავეხმარებით, რომ დროულად დარეგისტრირდნენ და ასევე, უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებლით - ქირით გავიყვანთ ამ ოჯახს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

    არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს მშობლების დანატოვარი ვაგონის გაყიდვა მოუხდა, ვინაიდან ის სახელმწიფოს მიწაზე იდგა. დედაქალაქის მერიამ ვაგონის მფლობელი, რამდენიმეთვიანი ძიების შემდეგ, წინასწარ გააფრთხილა პრობლემასთან დაკავშირებით.