სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO:"თუ ადამიანს ოცნება შეუძლია, მისი რეალობად ქცევაც შეუძლია"-კვარას ემოციური ინტერვიუ

    VIDEO:"თუ ადამიანს ოცნება შეუძლია, მისი რეალობად ქცევაც შეუძლია"-კვარას ემოციური ინტერვიუ
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ეროვნული ნაკრების ინსტაგრამ გვერდზე ხვიჩა კვარაცხელიას ახალი ინტერვიუს ნაწყვეტი ქვეყნდება.

    ფეხბურთელი თავის ახდენილ ოცნებაზე საუბრობს, რომლისთვისაც თავი არ დაუზოგავს და ამისკენ მოუწოდებს ყველას, ვისაც რაიმე მიზანი ამოძრავებს ცხოვრებაში.

    ხვიჩა კვარაცხელიას საფეხბურთო კარიერა 2016 წელს თბილისის "დინამოს" აკადემიაში დაიწყო, სადაც 4 მატჩი შეასრულა და ერთი გოლიც შეაგდო. მოგვიანებით იგი "რუსთავში გადავიდა. 2019 წლის 15 თებერვალს, კვარაცხელია იჯარით მოსკოვის „ლოკომოტივში“ გადავიდა, თუმცა იჯარის ვადის გასვლის შემდეგ კვარაცხელიას „ლოკომოტივის“ დატოვება მოუწია.

    კვარას საფეხბურთო კარიერა 2019 წლის 6 ივლისს ყაზანის „რუბინში“ გაგრძელდა, მან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 2020 წლის ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქული „გალათასარაი“ მზად იყო მის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.

    2022 წლის 7 მარტს ფიფამ ოფიციალურად განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, რუსეთში მყოფ ლეგიონერებს შეეძლოთ ცალმხრივად გაეწყვიტათ კონტრაქტები და უფლება ეძლეოდათ რუსეთის ფარგლებს გარეთ არსებულ კლუბებს 2022 წლის 30 ივნისამდე შეერთებოდნენ.2022 წლის 24 მარტს ყაზანის „რუბინის“ პრეს-სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კვარაცხელიამ და კლუბმა ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე გადაწყვეტილება მიიღეს მათ შორის არსებული კონტრაქტის შეჩერების შესახებ. ამავე დღეს ის ბათუმის „დინამოს“ შეუერთდა.

    2022 წლის 1 ივლისს ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად „ნაპოლის“ ფეხბურთელი გახდა, მისმა სატრანსფერო ღირებულებამ კი 10–12 მილიონი ევრო შეადგინა.