სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: ,,ძალიან ამაყი ვარ, რომ ზურას შვილი ვარ...“ - რას ამბობს ნუცა დოიჯაშვილი მამაზე

    VIDEO: ,,ძალიან ამაყი ვარ, რომ ზურას შვილი ვარ...“ - რას ამბობს ნუცა დოიჯაშვილი მამაზე
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გადაცემა „სხვა რაკურსის“ სტუმარი მომღერალ ზურა დოიჯაშვილის შვილი, ნუცა დოიჯაშვილი იყო.

    ნუცაც მამა გაიხსენა და მათ ურთიერთობაზე ისაუბრა.

    ,,ზუსტად ვიცი, რომ ძალიან გაუხარდებოდა, ახლა ჩემი თქვენს გადაცემაში სტუმრობა, რადგან მაქსიმალურად ვიკავებდი თავს კამერებისგან... მამა საოცრად რბილი ადამიანი იყო... პირველ რიგში, ჩემი ძალიან ახლო მეგობარი იყო, ყოველთვის ვგრძნობდი მის მხარდაჭერას ყველა საკითხში.

    საამაყოა, რომ ასეთი სიყვარული დაიმსახურა მამამ ყველასგან და მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო ამხელა სიყვარულისთვის... მე ძალიან ამაყი ვარ, რომ ზურას შვილი ვარ და მადლობელი ვარ ყველაფრისთვის...“, - ამბობს ნუცა დოიჯაშვილი.

    შეგახსენებთ, რომ ზურა დოიჯაშვილი გარდაიცვალა 2021 წლის 14 თებერვალს თელ-ავივში, ისრაელში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. 22 თებერვალს თბილისში გადმოასვენეს. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.

    2020 წლის დეკემბერში ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ზურაბ დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა, ხოლო 2021 წელს თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ზურაბ დოიჯაშვილის სახელი ეწოდა.