სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ივანიშვილი ოლიგარქია” – საქართველოს პრეზიდენტის საჯარო აღიარება

    “ივანიშვილი ოლიგარქია” – საქართველოს პრეზიდენტის საჯარო აღიარება
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ივანიშვილი არის ოლიგარქი. იმ გაგებით რომ მას აქვს ფული, მედიასა და პოლიტიკაზე გავლენა. მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი და ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი, არის ამ პოლიტიკური სისტემის არგამჭვირვალეობა. საჭიროა, ჩვენ გავიგოთ და ვიცოდეთ, სად წყდება მთავარი გადაწყვეტილებები, როგორ შეიძლება ამ გადაწყვტილებების შეცვლა, მათზე გავლენის მოხდება და ა.შ."- ამბობს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

    ხელისუფლება მისი პირობის ერთგული უნდა იყოს. ხალხმა ეს ხელისუფლება აირჩია ევოროკავშირის პერსპექტივისთვის და არა დღევანდელი რიტორიკისთვის. ხელისუფლებას უნდა დააძალო, რომ მისი დაპირებების ერთგული დარჩეს. არ შეიძლება, ხელისუფლება გადადიოდეს სრულიად სხვა სივრცეში და სხვა რიტორიკას ავლენდეს, როცა ის სულ სხვა რამისთვის იყო არჩეული - განაცხადა ზურაბიშვილმა