სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

    25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ნახეთ როგორი დღე გელოდებათ 25 მარტს თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

    ვერძი

    სიურპრიზებით დახუნძლული დღეა. უჩვეულო შეხვედრებია მოსალოდნელი. პოზიტიური განწყობა, საქმის გარდა, პირად ურთიერთობებშიც დაგეხმარებათ.

    კურო

    საქმიან მოლაპარაკებებში, მარტივად მოახერხებთ სხვების დაინტერესებას, იმოქმედეთ დამაჯერებლად და ყოყმანის გარეშე. ეცადეთ, თქვენი ჰობისთვისაც დრო გამონახოთ, რადგან ის შეიძლება დამატებითი შემოსავლის წყარო გახდეს.

    ტყუპები

    ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღეა. სირთულეები არ გაშინებთ. შესაძლოა, თქვენი შეუპოვრობით და საქმისადმი განსხვავებული მიდგომით, სწრაფად და წარმატებით შემოაბრუნოთ თითქმის უპერსპექტივო ბიზნესი და თანამოაზრეებიც შემოიკრიბოთ.

    კირჩხიბი

    ნუ გადაუხვევთ არჩეული გზიდან და მიჰყევით მიზნისკენ მიმავალ გზას. შეუპოვრობა, სიმტკიცე და ძალისხმევა აუცილებლად დაგიფასდებათ და მიიღებთ იმას, რისთვისაც იბრძვით. ურთიერთობებში მეტი ტაქტი და პატივისცემა უნდა გამოიჩინოთ.

    ლომი

    შანსი გექნებათ, განამტკიცოთ საქმიანი კავშირები და მოიზიდოთ თანამშრომლობისათვის მეტად საინტერესო ადამიანები. შეეცადეთ, დღეს ბევრი რამ მოასწროთ და მიიღოთ საუკეთესო შედეგები. ხელსაყრელი დღეა მცირე რემონტის ან ავეჯის გადაადგილებისთვის. არც საკუთარი თავი დაივიწყოთ.

    ქალწული

    ეცადეთ, სასიამოვნოსა და სასარგებლოს შორის ოქროს შუალედი მოძებნოთ. შეეცადეთ, წარმოაჩინოთ თქვენი დადებითი თვისებები. არის ალბათობა ვიღაც დაინტერესებული იყოს თქვენით და თვალს ადევნებდეს თქვენს უნარებსა და საქმესთან დამოკიდებულებას.

    სასწორი

    მეტად პოზიტიური და სასიკეთო დღეა. შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტი საქმე გააკეთოთ, აიღეთ ინიციატივა და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და გარშემომყოფთა კეთილგანწყობაც სასარგებლოდ გამოიყენეთ.

    მორიელი


    იყავით ყურადღებით და ნუ აჰყვებით ნეგატიურ ემოციებს, მცირე გაუგებრობების შემთხვევაში. ნურც უნებლიე შეცდომა შეგაშინებთ, თანდათან იმატებს სასიკეთო ტენდენციები და ყველაფერი გამოკეთდება. საღამოს დრო გამონახეთ მეგობრებთან ან თანამოაზრეებთან შესახვედრად.

    მშვილდოსანი

    დღეს შესაძლოა, საინტერესო, გავლენიან ადამიანებს შეხვდეთ, არა მარტო კარგ რჩევებს, არამედ, მხარდაჭერასაც მიიღებთ და შესაძლოა, თანამშრომლობასაც მიაღწიოთ.

    თხის რქა

    შესაძლოა, ჩაიშალოს მოლაპარაკებები, ან სერიოზული დახმარება დაგჭირდეთ პროფესიული საკითხების მოსაგვარებლად, თუმცა, გადამწყვეტ მომენტში, დიდი ალბათობით, მოკავშირეები გამოჩნდებიან და საქმეც სათქვენოდ შემობრუნდება. ეცადეთ, ოპტიმისტურად განეწყოთ და უსიამოვნო წვრილმანებს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ.

    მერწყული

    ბოლო დროის დაძაბული ურთიერთობები ნელ-ნელა დალაგდება, ირგვლივ მყოფთა პატივისცემასაც მოიპოვებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ფულთან დაკავშირებული სირთულეები სწრაფად გადაჭრათ და არავითარ შემთხვევაში სამომავლოდ არ გადადოთ.

    თევზები

    ენერგიით სავსე ხართ და ვარსკვლავების მხარდაჭერას ყოველ ნაბიჯზე გრძნობთ. მეგობრის დახმარებით, შესაძლოა, წარმატებით გადაჭრათ პრობლემა, რომელიც მუდმივად თავს გახსენებთ.