სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • თბილისის ნაწილს წყალი დილამდე შეუწყდება – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

    თბილისის ნაწილს წყალი დილამდე შეუწყდება – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა.

    კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

    სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დღეს, 25 მარტს, 11:30 საათიდან ხვალ, 26 მარტის დილის 09:00 საათამდე გაგარინის ქუჩა N1-დან N9-მდე, სამანქანო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

    აღნიშნულთან დაკავშირებით, წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას კომპანია დამატებით გაავრცელებს.