სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რუსეთმა შავ ზღვაში წყალქვეშა სარაკეტო მატარებლები შეიყვანა

    რუსეთმა შავ ზღვაში წყალქვეშა სარაკეტო მატარებლები შეიყვანა
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სამხრეთ თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელის, ნატალია გუმენიუკის ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის საშიშროება კვლავ საკმაოდ მაღალია. მისივე ცნობით, რუსეთმა შავ ზღვაში წყალქვეშა სარაკეტო მატარებლები შეიყვანა.

    ამჟამად, შავ ზღვაში საბრძოლო მზადყოფნაშია ორი წყალქვეშა სარაკეტო მატარებელი.

    ცნობისთვის, 24 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, შავ ზღვაში რუსეთის ოთხი საკრუიზო სარაკეტო მატარებელი იყო, ჯამში 24 რაკეტით აღჭურვილი.