სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "25 ადამიანი დაიღუპა, მინიმუმ 10 დაშავდა"-საზარელი ტრაგედია"

    "25 ადამიანი დაიღუპა, მინიმუმ 10 დაშავდა"-საზარელი ტრაგედია"
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    აშშ-ში, მისისიპის შტატში საშინელი ტორნადოსა და ჭექა-ქუხილის შედეგად დაიღუპა 25 ადამიანი და დაშავდა სულ მცირე 10. მისისიპის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ოთხი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, მაშველები მოქალაქეების სამძებრო სამუშაოებს არ წყვეტენ.

    შემთხვევა პარასკევს ღამით მოხდა რამდენიმე ქალაქში, რის შედეგადაც ალაბამაში ერთი ადამიანი დაიღუპა. ტორნადომ დაანგრია კორპუსები და გაანადგურა სახლები, დაანგრია ეკლესია და მუნიციპალური წყლის კოშკი. ამინდის ეროვნულმა სამსახურმა გააფრთხილა მოსახლოება კვირას უფრო მკაცრი ამინდის რისკის შესახებ, რომელიც ემუქრებოდა აღმოსავლეთ ლუიზიანას, სამხრეთ ცენტრალურ მისისიპის და სამხრეთ ცენტრალურ ალაბამას.