გაეროს მოსახლეობის ფონდისა და და Avon-ის ინიციატივით რამდენიმე თვის წინ გამოცხადდა პროექტი, რომლის მიხედვითაც ეროვნული გმირი ქალის, მარო მაყაშვილის გამოსახულებით ახალი სიმბოლური კუპიურები უნდა შეიქმნას.
ეს პროექტი გენდერული თანასწორობისკენ გადადგმულ მორიგ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს. მასზე გრაფიკულმა დიზაინერმა, ანნა გუგუტიშვილმა, იმუშავა.
"თავიდანვე ძალიან მოვიხიბლე ამ იდეით და ვიზუალური გადაწყვეტის სირთულით. მსგავსი ტექნიკით მქონია რამდენიმე ნამუშევარი შესრულებული, თუმცა აქ უფრო სერიოზული და საპასუხისმგებლო საქმე მელოდა. დიზაინი უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად მიახლოებული არსებულ კუპიურებთან და ამასთანავე, მათთან თანხვედრაში უნდა შეგვექმნა უნიკალური კომპოზიცია მარო მაყაშვილის პორტრეტით. კუპიურის ორივე მხარეს დატანილია მაროს ცხოვრებასთან და კუპიურის იდეასთან დაკავშირებული სხვადასხვა გამოსახულებები."
"დიზაინზე მუშაობის პროცესი იყო ძალიან საინტერესო და სასიამოვნო ჩემთვის, რადგან, როდესაც მოგწონს იდეა და ჩანაფიქრი რაზეც მუშაობ, გამორიცხულია საბოლოო შედეგმა არ გაამართლოს", - განაცხადა ანნამ.