სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: „მე მაინც მოვალ...” - რეზო ჩხიკვიშვილის საოცარი შესრულება

    VIDEO: „მე მაინც მოვალ...” - რეზო ჩხიკვიშვილის საოცარი შესრულება
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მსახიობმა რეზო ჩხიკვიშვილმა ნოე სულაბერიძის გადაცემაში პიანინოს თანხლებით ლექსი წაიკითხა.

    ტექსტის ავტორი გახლავთ ირინა სანიკიძე, ხოლო მუსიკის, კომპოზიტორი გია ყანჩელი.

    რეზო ჩხიკვიშვილი საქართველოს დამსახურებული არტისტი და ქართველებისთვის უსაყვარლესი მსახიობია. იგი კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატია.

    1978 წელს რეზო ჩხიკვიშვილმა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა და ანზორ ქუთათელაძის მიწვევით უკვე ოფიციალურად გახდა რუსთავის თეატრის მსახიობი. ორი წლის შემდეგ, 1980 წელს, მარჯანიშვილელებთან ერთად გადმოვიდა თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში და მის ცხოვრებაში ახალი შემოქმედებითი ეტაპი დაიწყო. მიღებული აქვს მონაწილეობა სპექტაკლებში: „თოლია“, „ოტელო“, „თავადის ასული მერი“, ნეაპოლი – მილიონერთა ქალაქი“, „ვერაგობა და სიყვარული“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „კალიგულა“. მონაწილეობდა კინოფილმებში: „მე დავბრუნდები“; „წიგნი ფიცისა“; „მსურს გავერკვე“; „პერპეტუმ–მობილე“; „ანდერძი“; „ღამის ილუზია“; „ქართველები ცაში“; „ცხოვრება ლენინზე“; „მერცხლები“; „ხსოვნა“; „კედელი“; „პრემიერა“; „ო, რა ტკბილია განშორების ეს ნაზი სევდა“. ტელეფილმებსა და ტელესერიალებში: „თეთრი კურდღელი“; „ვაზის ყვავილობა“და სხვა.