სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ნახეთ ქუჩები, სადაც 15 საათის განმავლობაში წყალი შეწყდება

    ნახეთ ქუჩები, სადაც 15 საათის განმავლობაში წყალი შეწყდება
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    28 მარტს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ვაკის რაიონში, ნადირაძის ქუჩაზე, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

    კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 28 მარტს, საღამოს 17:00 საათზე დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

    აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 28 მარტს, საღამოს 17:00 საათიდან 29 მარტის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

    ქავთარაძის, ნუცუბიძის და მარგიანის ქუჩების ნაწილს, ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალის ნაწილს, ვაჟა-ფშაველას გამზირის N75, 77, 79, ვაჟა-ფშაველას ქუჩა N72-80, ვაჟას VII კვარტალის N25 კორპუსს, ჟღენტის ქუჩა N2ს, თავხელიძის, მარიჯანის, უნივერსიტეტის, ფხაკაძის, მალხაზ დოლიძის და საკანდელიძის ქუჩებს, ბაგების ნაწილს, უჩანეიშვილის მე-2 შესახვევს და ჩიხს, წყნეთის გზატკეცილს.

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

    წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge