სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • შფოთვითი აშლილობის მქონე ახალგაზრდები ხშირად მოხუცებივით დადიან-ნახეთ უახლესი კვლევა

    შფოთვითი აშლილობის მქონე ახალგაზრდები ხშირად მოხუცებივით დადიან-ნახეთ უახლესი კვლევა
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ახალი კვლევით დადგინდა, რომ მშფოთვარე ახალგაზრდები ხშირად მოხუცების მსგავსად დადიან, რაც, შესაძლოა, დიაგნოზის დასასმელად მნიშვნელოვანი საშუალება აღმოჩნდეს.

    მეცნიერებმა კვლევის მონაწილეებს განწყობის სტანდარტული ტესტის გაკეთება სთხოვეს, რომელიც მათში შფოთვის დონეს შეაფასებდა, შემდეგ კი ორი წუთის განმავლობაში სასეირნოდ გაუშვეს. შუაში მათ ბალანსის გასაზომადაც გააკეთეს ტესტი. გასათვალისწინებელია, რომ ცდისპირები სიარულისას მობილობის 9 სენსორს ატარებდნენ.

    სენსორების საშუალებით მკვლევრებმა კვლევის მონაწილეთა მოძრაობების შესახებ ბევრი ინფორმაცია მიიღეს. მონაცემებიდან ყველაზე გამოსადეგი ადამიანების სიარულს უკავშირდებოდა და არა ბალანსის ტესტს. კერძოდ, იმ ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებიც თავს თავდაჯერებულად გრძნობდნენ, მშფოთვარე ადამიანები გვერდებზე უფრო ხშირად იხედებოდნენ, ვიდრე ზემოთ და ქვემოთ. მსგავსი დეტალების საშუალებით მეცნიერებმა 75 პროცენტიანი სიზუსტით გამოთვალეს, თუ რომელ მონაწილეს აწუხებდა შფოთვა.

    საგულისხმოა, რომ მეთოდის ეს სიზუსტე ჯერჯერობით საკმარისი არაა, რომ სიარულზე დაკვირვება გახდეს შფოთვის ამოსაცნობი სტანდარტული საშუალება. მეცნიერებს სურთ, კვლევა უფრო ფართო აუდიტორიაზე ჩაატარონ, რადგან ამჟამად იგი მხოლოდ 88 ადამიანს მოიცავდა.