სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რას ამბობს ვისოლის პრეზიდენტი საწვავის გაიაფების საკითხზე?

    რას ამბობს ვისოლის პრეზიდენტი საწვავის გაიაფების საკითხზე?
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    კომპანია "ვისოლის" პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე, აცხადებს, რომ რო­გორც კი სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რებ­ზე საწ­ვა­ვის ფა­სის კლე­ბა და­ი­წყე­ბა, ეს ავ­ტო­მა­ტურ რე­ჟიმ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზეც აი­სა­ხე­ბა. აგრეთვე ფხაკაძემ ისიც დასძინა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ამის დასრულებამდე ეს ალბათ შეუძლებელი იქნება.

    "ჩვენ ყო­ველ­თვის მივ­ყვე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო ფასს, გა­ი­აფ­დე­ბა საწ­ვა­ვი? - მაშინ ეს აი­სა­ხე­ბა ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გუ­რებ­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, იმას­თან შე­და­რე­ბით, რა ფა­სიც იყო რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომამ­დე, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის გაზ­რდი­ლი ნავ­თო­ბის ფასი და ამან ძა­ლი­ან ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა რო­გორც კომ­პა­ნი­ებ­ზე, ასე­ვე მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე. ჩვენ ორ­ნა­ხე­ვარ­ჯერ მეტი საბ­რუ­ნა­ვი სახ­სრე­ბი გვჭირ­დე­ბა, ვიდ­რე ომამ­დე გვჭირ­დე­ბო­და და აქ სა­უ­ბა­რია მი­ლი­ო­ნებ­ზე. ომის დას­რუ­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა მოხ­დეს ამ ბა­ზარ­ზე, სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე დაბალი ფასები აუ­ცი­ლებ­ლად ადეკ­ვა­ტუ­რად აისახება ჩვენს ქსელ­შიც."

    "ომის და­წყე­ბის შემ­დეგ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი იყო სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ორ ქვე­ყა­ნას შო­რის, ამავდრო­უ­ლად, ამე­რი­კამ გა­მო­უშ­ვა თა­ვი­სი რე­ზერ­ვე­ბი იმის­თვის, რომ ფა­სე­ბი შემ­ცი­რე­ბუ­ლი­ყო და ბა­ზარ­ზე სტა­ბი­ლი­ზა­ცია მი­ე­ღო, მაგ­რამ ეს ძა­ლი­ან მოკ­ლე პე­რი­ო­დი იყო. სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ჩა­ვარ­და და ისევ 120 დო­ლარს და­უბ­რუნ­და ბა­რე­ლის ფასი. ძა­ლი­ან გვინ­და, რომ საწ­ვა­ვის ფასი ნაკ­ლე­ბი იყოს, უფრო მეტი გა­ი­ყი­დე­ბა. ჩვენ ვცდი­ლობთ დღემ­დე რომ ვი­პო­ვოთ საწ­ვა­ვის ისე­თი წყა­რო, რო­მე­ლიც უფრო იაფი იქ­ნე­ბა. ვნა­ხოთ, არ ვიცი იქ­ნე­ბა თუ არა ეს რუ­სე­თი." -
    განაცხადა "ვისოლის" პრეზიდენტმა.