სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ქეთა თოფურიამ რუსი ქმარი საქართველოში ჩამოიყვანა

    ქეთა თოფურიამ რუსი ქმარი საქართველოში ჩამოიყვანა
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მომღერალი, ქეთა თოფურია მოსკოვიდან საქართველოში ჩამოვიდა. მასთან ერთად ერთად არიან, ქმარი, ლევ დენგოვი და შვილიები.

    ქეთას მეგობარმა და ყოფილმა პროდიუსერმა "პრაიმტაიმს" განუცხადა, რომ ვირის ბოლოს ქეთა იტალიაში გაემგზავრება. ის იტალიელ ცნობილ მომღერალთან, ბოჩელთან ერთად იმღერებს.

    "ქეთა ოჯახით საქართველოში გუშინწინ ჩამოვიდა. მისი ქმარი ჩვენს ქვეყანაში რამდენჯერმეა ნამყოფი. კვირის ბოლოს ქეთა იტალიაში მიემგზავრება. ის ბოჩელის საღამოზე იმღერებს, ორ სიმღერას შეასრულებს." - განაცხადა ნატო დუმბაძემ.

    შეგახსენებთ, რუსეთში მოღვაწე თოფურიას ქმარი დიპლომატია და ის ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვს ძალიან კარგად იცნობს, მეტიც, მეგობრობს კიდევაც მათთან და საქმიანი ურთიერთობებიც აქვს ხოლმე.