სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "გია ჩემზე 20 წლით უფროსი იყო, განქორწინება იმიტომ მოხდა, რომ..” – თაკო ტაბატაძე პირად ცხოვრებაზე

    "გია ჩემზე 20 წლით უფროსი იყო, განქორწინება იმიტომ მოხდა, რომ..” – თაკო ტაბატაძე პირად ცხოვრებაზე
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მუსიკოს გია ბაღაშვილის ყოფილი მეუღლე, თაკო მეტრეველი „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ პირად ცხოვრებაზე, მათ შორის, ყოფილ ქმართან დაკავშირებულ ამბებზე საუბრობს.

    ქართველი მუსიკოსი და მისი მეუღლე უკვე სამი წელია ერთმანეთს ოფიციალურად დაშორდნენ და ამ ამბავმა საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

    წყვილ­მა 2009 წელს იქორ­წი­ნა, იმ­ჟა­მად თაკო 18 წლის იყო და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ შო­რის 19 - წლი­ა­ნი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა იყო, წყვი­ლი ბედ­ნი­ე­რად გრძნობ­და თავს.

    თაკომ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა:წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხედ­ვე­ბი ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­და და ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტეთ ცალკ-ცალ­კე გაგ­ვეგ­რძე­ლე­ბი­ნა ცხოვ­რე­ბა, თუმ­ცა ერ­თმა­ნეთ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს."

    ამჟამად კი ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში ვრცლად ისაუბრა პირადი ცხოვრების შესახებ:

    "ვგიჟდები ადამიანებზე, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ საკუთარი ოცნებით იცხოვრონ და შენ ხარ ერთ-ერთი მათგანი. ვიცი, რომ ნეტფლიქსის ერთ-ერთ ფილმში შეიძლება ითამაშო." - ნანუკა ჟორჟოლიანი თაკო ტაბატაძეს.

    როგორც თაკოს ინტერვიუდან ვიგებთ, მან ოთხი შვილის გაჩენის შემდეგ გადაწყვიტა, რომ საოცნებო პროფესიას, მსახიობობას დაუფლებოდა, რაც წარმატებით გამოუვიდა და ის ამბობს, რომ პირადი ცხოვრებისა და კარიერის შეთავსება შეუძლებელი არ არის თუ გვერდით სწორი ადამიანი გყავს.

    რაც შეეხება თაკო ტაბატაძისა და გია ბაღაშვილი ურთიერთობას, თაკო ამბობს: "გია ჩემზე 20 წლით დიდია. ასაკის მატებასთან ერთად ხდება მსოფლმხედველობის გაადაფასება.. მერე ხვდები საით მიდიხარ, ვითარდები..ამ დროს შეიძლება ვერ შეთანხმდე რაღაცებზე." მუსიკოსისა და მისი მეუღლის დაშორების მიზეზი განსხვავებული შეხედულებები აღმოჩნდა.